saqarTvelos myinvarebi - didi edenas myinvari
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
კოორდინატები | 42°53`06` ჩ. გ. 43°23`01` ა. გ. |
ფართობი | 3.52 კმ² |
სინონიმი: ედენას მყინვარი.
ხეობის ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ზემოთში. მყინვარის ენის აბსოლუტური სიმაღლე 2480 მ, ფირნის ხაზისა 3360 მ. მისი ფართობი 3.52 კმ²-ია. მყინვარს კარგად გამოკვეთილი ენა და კვების აუზი (ფირნი) აქვს. მისი ზედაპირი სუფთაა და მოკლებულია ნაშალ მასალას. მხოლოდ მარჯვენა მხარეს გაუყვება გვერდითი ზედაპირული მორენა, რომელიც მარჯვენა ფერდობიდან ჩამოშლილი ნაშალი მასალის შედეგად ჩნდება. XIX საუკუნის ბოლოს მყინვარი გადმოკიდებული იყო რიგელზე და მის შუა მონაკვეთამდე აღწევდა. მყინვარის ენის შემცირება გამოწვეულია ერთის მხრივ, ინტენსიური დნობით და მეორეს მხრივ, მისი მექანიკური ნგრევით. რიგელის ძირიდან ხეობის დაყოლებით კარგად გამოხატული ფერნაუს სტადიის მორენებია. მყინვარის მიერ წარმოქმნილი სხვა მორფოსკულპტურული ფორმები გარეცხილია.